euphoria

კონფიდენციალობის პოლიტიკა

ჩვენს მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის პრიორიტეტია, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კონფიდენციალურობის პოლიტიკას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა აღწერს თუ როგორ ვამუშავებთ თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას და მონაცემებს, რათა ვმართოთ ჩვენ შორის ურთიერთობა და შევძლოთ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. თქვენ შესახებ ჩვენთვის მოწოდებულ ან სხვაგვარად ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავება ხდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული წესით. ინფორმაციის მოწოდება შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდისა და მასთან ინტეგრირებული სოციალური ქსელების საშუალებით, ტელეფონით ან სხვა საკომუნიკაციო არხით. აღნიშნული დოკუმენტით გვსურს, გაგიზიაროთ თუ რა საფუძვლით და მიზნით მოვიპოვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და რა სამართლებრივი და ტექნიკური საშუალებებით ვიცავთ მათ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიღებით თქვენ აცნობიერებთ და აცხადებთ, რომ თქვენთვის გასაგებია და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდეს ამ პოლიტიკის შესაბამისად.

 

1. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი: 

პერსონალური მონაცემების  დამუშავების მთავარ მიზანს წარმოადგენს თქვენთვის სათანადო და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზების უზრუნველყოფა და ჩვენ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ამის გარდა მონაცემების დამუშავება გვეხმარება თქვენთვის ვებ გვერდით სარგებლობის გამარტივებაში, ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვაში, მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაში, მომსახურე ბანკის მიერ განვადების დამტკიცებასა და გადახდების მართვაში, თქვენს პრეტენზიებსა და შენიშვნებზე რეაგირებაში,  ჩვენი ვებ-გვერდის და ზოგადად სისტემის არასათანადო გამოყენების და დანაშაულის პრევენციაში, როგორც ჩვენი, ასევე თქვენი კანონიერი ინტერესების დაცვაში.

 

2. მონაცემების შეგროვება

ჩვენ მიერ მონაცემების შეგროვება ხდება იმ შემთხვევაში თუ თქვენ რეგისტრირდებით/ავტორიზაციას გადიხართ ჩვენს ვებ-გვერდზე, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოგვმართავთ რაიმე მომსახურების ან პროდუქტის მიღების მიზნით, იქნება ეს სატელეფონო, ელ. ფოსტის, ჩვენი ვებ-გვერდის, ონლაინ ჩათის თუ წერილობითი ფორმით.

 

3. რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენ შესახებ?

ჩვენ ვაგროვებთ იმ ინფორმაციას რაც საჭიროა შეკვეთის დასამუშავებლად,  თქვენთვის სასურველ ადგილზე მოტანისთვის და მარკეტინგული აქტივობების განხოციელებისათვის. ეს ინფორმაცია მოიცავს: თქვენი სახელი და გვარი, ფაქტიური მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში სტუმრობისას სერვერის მიერ შენახული თქვენი ვიზიტის ისტორია. ასევე, ვებ გვერდზე საგადახდო ოპერაციის განხორციელებისას შესაბამისი მომსახურე ბანკი დაამუშავებს თქვენ შესახებ ინფორმაციას.

შენიშვნა:  როდესაც თქვენ ჩვენს ვებ-გვერდზე ახორციელებთ რაიმეს შეძენას, ამ დროს თქვენი ბარათის ინფორმაცია ჩვენთვის ხელმიუწვდომელია, შესაბამისად ამ მონაცემების შენახვა ჩვენ მიერ არ ხდება.

 

4. მზა ჩანაწერები ( Cookies)

ჩვენ ვიყენებთ მზა ჩანაწერებს და მსგავს ტექნოლოგიებს თქვენი გამოცდილების პერსონალიზირებისა და გაუმჯობესების მიზნით. მზა ჩანაწერებს ვაგროვებთ თქვენთვის ჩვენს ვებ-გვერდებსა და სხვა დისტანციურ პლატფორმებზე ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების, ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების, მომხმარებლის უსაფრთხო ავტორიზაციის, მარკეტინგის, ვებ გვერდების დიზაინის ოპტიმიზაციისა და მომხმარებლისთვის უკეთესად ადაპტირების მიზნით.

 

5. ვის ვაწვდით თქვენ შესახებ მონაცემებს?

თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა შეიძლება დაგვჭირდეს:

ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასეთი შეთხვევა შეიძლება იყოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის წვდომის დაშვება.

ბ) საკურიერო კომპანიისთვის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამანათის თქვენამდე მოტანას.

გ) თქვენ მიერ უფლებამოსილი მესამე პირისთვის.

 

6. არასრულწლოვანი მომხმარებელები

ვებ-გვერდის სერვისებით და პროდუქტებით სარგებლობა ჩვენი პოლიტიკის თანახმად არ არის გამიზნული და მიმართული 18 წელს მიუღწეველი პირებისათვის, ამიტომ თუ თქვენ არ ხართ სრულწლოვანი, თქვენ არ გაქვთ უფლება ისარგებლოთ ჩვენი სერვისებითა და პროდუქტებით სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

7. ონლაინ უსაფრთხოება

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნით ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში არ ვართ პასუხისმგებლები იმ პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ არასანქცირებულ წვდომას, ბოროტად იყენებენ ან ტეხავენ სერვისებს. ჩვენ არ ვიძლევით აშკარა, ნაგულისხმევ ან სხვაგვარ გარანტიას, გარდა იმისა, რომ მივიღებთ ყველა ზომას ამგვარი შეღწევის პრევენციისთვის

 

8. პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა

პერსონალური ინფორმაციის შენახვისთვის კონკრეტული ვადა არ არის განსაზღვრული.  თუ გსურთ თქვენი მონაცემების წაშლა ან ცვლილება, სავალდებულოა რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელ-ფოსტიდან ან თქვენი სოციალური ქსელის პროფილიდან გააგზავნოთ შესაბამისი მოთხოვნა  euphoria.georgia@gmail.com – ზე. ამავე გზით შეტყობინების გამოგზავნით შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის მიღება კომპანიის მიერ თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე.  გაითვალისწინეთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ყველა ზემოაღნიშნული მონაცემი.

 

9. კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლება

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას რომ დროთა განმავლობაში, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან სხვა გარემოებათა გათვალისწინებით შევცალოთ წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, ცხადია ამის შესახებ მოხდება ინფრომაციის გამოქვეყნება ჩვენს ვებ-გვერდზე.

თუ არ გსურთ ზემოთ ჩამოთვლილი კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა, გთხოვთ შეწყვიტოთ რეგისტრაცია და აღარ გადახვიდეთ შემდეგ გვერდებზე.