euphoria

ჩვენ შესახებ

 

Კეთილი იყოს შენი მობრძანება ეიფორიაში, სადაც თავის მოვლა ხელოვნების სახეობად იქცევა. Ექვსი წლის წინ ორი მეგობრის მიერ ბომბის ორი ყალიბით სამზარეულოში დაწყებული ექსპერიმენტი დღეს უკვე ბევრისთვის საყვარელ გამოცდილებად ვაქციეთ. ბრენდად, რომელსაც ამჟამად უკვე რამდენიმე ფილიალი და 60-მდე დასახელების უნიკალური პროდუქტი აქვს.

ჩვენი თავგადასავალი დაიწყო სურვილით, რომ ყოველდღიური თავის მოვლის რუტინისთვის ჯადოსნური ელფერი შეგვემატებინა.

Დაწყებული ბომბების ფერადოვნებით და სურნელით, გაგრძელებული სხეულის გასანებივრებელი კარაქებით, ეიფორიას ყველა პროდუქტში იმ ვნებას და სიყვარულს იპოვნი , რომელიც  ინსპირირებულია ბუნებით, ფერებით, არომატებით და სასიამოვნო მომენტებით.

რაც ყველასგან გამოგვარჩევს არის ჩვენი განსაკუთრებული ერთგულება ხარისხისადმი. თითოეული ჩვენი პროდუქტი შემუშავებულია მხოლოდ ტესტირებული, უსაფრთხო და სანდო მომწოდებლებისგან მიღებული უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენებით.

Ჩვენი პროდუქცია დაცლილია სინთეთიკური ქიმიური ნაერთებისგან, მინერალურ ზეთებზე დამზადებული პროდუქტებისგან. Ეიფორიას პროდუქცია და გამოყენებული ნედლეული არ იტესტება ცხოველებზე და Წარმოებიდან შეფუთვის პროცესამდე ჩვენ მუდმივად ვეძებთ გზებს ნარჩენების შესამცირებლად და ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ გარემოზე ზემოქმედება.

ჩვენი მისიაა შევქმნათ არამხოლოდ უმაღლესი ხარისხის ქართული  პროდუქტი, არამედ სანთლის შუქით განათებული აბაზანების, ერთად მიღებული შხაპების, მასაჟის, მოდუნების, სურნელოვანი სამყაროს შეუდარებელი სენსორული გამოცდილება.

შემოგვიერთდი ეიფორიულ მოგზაურობაში...